შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • ტრანსფერი

უცხო ქვეყნისა თუ ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში გარკვევა და სწრაფად ადაპტირება ბევრისთვის სერიოზული პრობლემაა. სწორედ ამიტომ, მგზავრმა სრულფასოვნად უნდა დაგეგმოს საკუთარი მოგზაურობა, რომ თავი დაიზღვიოს გაუთვალისწინებელი მოულოდნელობებისგან. ამ შემთხვევაში კი ტრანსფერი სიმშვიდის გარანტიას გაძლევთ.

ტრანსფერით მომსახურეობა - ესაა ტრანსპორტირება ადგილობრივი აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით, სასტუმროდან აეროპორტამდე. ტრანსფერი შეიძლება განხორციელდეს: კერძო ავტომობილით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით, გემით ან ვერტმფრენით.

ტრანსპორტის შერჩევა შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური გადაადგილებისას, ეკონომ-კლასის თუ VIP კლიენტებისათვის.

ჯგუფური ტრანსფერის დროს ვხვდებით ტურისტთა ჯგუფს და დაგეგმილი მარშრუტით ვახორციელებთ განთავსებას სხვადასხვა სასტუმროში. ამ დროს შესაძლებელია მოგვიწიოს სხვა ჯგუფთან ერთად ტრანსპორტირებაც.

ინდივიდუალური ტრანსფერის დროს კი ტურისტს პირადად ხვდება წარმომადგენელი და სასტუმროში მიჰყავს ნებისმიერი სხვა სასტუმროს გვერდის ავლით. ეს კი თავისთავად განაპირობებს ტურისტის კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას აეროპორტიდან სასტუმრომდე.

მგზავრს ასევე შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მანქანის კლასი და მოითხოვოს დამატებითი სერვისებიც (მაგალითად, ავტომობილში ბავშვის სავარძელი). ყველა ეს საკითხი განხილული უნდა იყოს მგზავრთან, ტრანსფერის არჩევის დროს.