შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • თბილისი
  • მცხეთა

2018 წლის 3-6 ოქტომბერს, კომპანია "CUMMINS"-მა ქ. თბილისში ჩაატარა 35-კაციანი კონფერენცია, რომელსაც დაესწრნენ პროდუქციის დილერები და პარტნიორები შემდეგი ქვეყნებიდან: მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უკრაინა.

კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ "თეგეტა მოტორსის" შესაბამისი პროფილით მომუშავე თანამშრომლები.

საქართველოში ვიზიტის დროს სტუმრებს "თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისშიც უმასპინძლეს, დაათვალიერებინეს დაწესებულება და პრეზენტაცია ჩაუტარეს.

საექსკურსიო პროგრამის ფარგლებში, საქმიანი ვიზიტის გარდა მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ ქალაქი თბილისი და მცხეთა, ასევე შეეგრძნოთ ქართული სტუმართმასპინძლობა სპეციალურად მათთვის გამართულ სადილზე, ქართულ ტრადიციულ რესტორანში.