შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • ავტომანქანით რბოლა

აქტივობის ტიპი: ენერგიული, კრეატიული, შემოქმედებითი, ინოვაციური
მონაწილეები: მინიმუმ 6
თამაშის ხანგრძლივობა: 40 წუთი
მიმართულებები: სახალისო გუნდური აქტივობა. კომუნიკაციის, პრობლემების გადაწყვეტის, დაგეგმვის, კრეატიულად ფიქრის, დროის მენეჯმენტისა და ლიდერობის უნარების განვითარება

რა გვესაჭიროება ამისათვის:
მუყაოს ქაღალდი, წებვადი ლენტი, პატარა ბორბლები, სკოჩი, სამაგრები, მცირედი ხის ფაქტურა, გასაფორმებელი მასალები

თამაშის აღწერა:
მინიმუმ ათი მონაწილისგან დაკომპლექტებულ გუნდებს დავალება ეძლევათ ააგონ მუყაოს ავტომობილი რბოლისათვის, მიწოდებული მასალების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ავტომანქანა გადაადგილდებოდეს ყოველგვარი კონტაქტისა და შეხების გარეშე; რბოლის პროცესში ავტომობილთან კონტაქტი დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ სტარტის დროს. ნაკეთობის დასრულების მონაწილეებმა უნდა აირჩიონ გუნდის ლიდერი, რომელიც მანქანაში ჩაჯდება და გაუძღვება ფინიშის ხაზამდე.

თამაშის წესები:
1) მონაწილეები დავყოთ 6-10 სიდიდის ჯგუფებად. თუ ჯგუფი ბევრად დიდია, ამ შემთხვევაში პატარა გუნდებად დაყოფა მოგვიწევს.
2) მონაწილეებს ვურიგებთ მასალებს თამაშში მონაწილეობის მისაღებად.
3) გუნდის წევრებს ვუხსნით თამაშის ეტაპებს: ავტომანქანის მონახაზის შექმნა, კონსტრუქცია და დაგეგმვა, ტესტირება, წარმოჩენა, რბოლა.
4) მონაწილეებს ავუხსნათ თამაშის სხვა ძირითადი წესები.

დავალებების შეფასება ხორციელდება შემდეგნაირად:
რესურსების გამოყენება
 - რამდენად მიზნობრივად, კარგად და ეფექტიანად გამოიყენა გუნდმა შეზღუდული რესურსები?
კრეატიულობა - რამდენად საინტერესო და ყველასგან განსხვავებული ნამუშევარი შემოგვთავაზა გუნდმა?
დეტალებზე ორიენტირებულობა - ჰქონდა პროექტს სხვებისაგან გამორჩეული თითქოსდა შეუმჩნეველი, მაგრამ განსაკუთრებული პატარა დეტალები?
ხარისხი - მიიღო თუ არა დეფორმაცია ნაკეთობის დიზაინმა რბოლის პროცესში? რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაო?
ლიდერი - რამდენად სწრაფად გამოიკვეთა გუნდის ლიდერი და რომელმა გუნდმა შეძლო ეს დიდი ყოყმანის გარეშე?
ნამუშევრის წარმოჩენა - რამდენად სწორადაა წარმოჩენილი გუნდების მიერ შესრულებული საქმიანობა?
ფინიშის ხაზი - აქ იგულისხმება ფინიშის ხაზთან პირველი მისვლა.

გაიმარჯვებს ყველაზე მეტი ჯამური შეფასების მქონე გუნდი.