შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • გზის აშენება

აქტივობის ტიპი: ენერგიული, კრეატიული
მონაწილეები: მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 8 (იდეალური ვარიანტი)
თამაშის ხანგრძლივობა: 40 წუთი
მიმართულებები: სახალისო გუნდური აქტივობა. კომუნიკაციის, პრობლემების გადაწყვეტის, დაგეგმვის, კრეატიულად ფიქრის, დროის მენეჯმენტისა და ლიდერობის უნარების განვითარება

რა გვესაჭიროება ამისათვის:
სხვადასხვა ფერის გადასაფარებელი ტენტი/ლენტი, სუფთა ფლოსტები, სამუშაო ხელთათმანები, მაკრატელი, ხის სახაზავი

თამაშის აღწერა:
მინიმუმ ოთხი მონაწილისგან დაკომპლექტებულ გუნდებს დავალება ეძლევათ ააგონ მონაწილეების მიერ გასავლელი გზა მიცემული მასალების გამოყენებით. გუნდის წევრებმა სამოქმედო გეგმაც უნდა შეიმუშაონ, რათა ყველაზე ნაკლებ დროში მივიდნენ ფინიშის ხაზთან. მთავარია მონაწილეებმა იმოძრაონ შეთანხმებულად, ერთობლივად და გამოავლინონ გუნდის ლიდერი, რომელიც ყველაზე ეფექტურად გაუძღვება პროცესს.

თამაშის წესები:
1) მონაწილეები დავყოთ 4-8 სიდიდის ჯგუფებად. თუ ჯგუფი უფრო დიდია, ამ შემთხვევაში ვყოფთ კიდევ უფრო პატარა გუნდებად და ვაძლევთ მათთვის განკუთვნილ მასალებს.
2) მონაწილეებს ვურიგებთ სუფთა ფლოსტებს, რათა არ დასვარონ ტენტის ზედაპირი.
3) მონაწილეებს ავუხსნათ თამაშის ძირითადი წესები.

დავალებების შეფასება ხორციელდება შემდეგნაირად:
გეგმის შემუშავება - შეფასების ამ კრიტერიუმში ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად მარტივად ჩამოაყალიბა გუნდმა სამოქმედო გეგმა.
ურთიერთთანმიმდევრულობა - როგორი თანმიმდევრობითა და ეტაპობრიობით კეთდებოდა ეს არც თუ უსე მარტივი საქმე?
დანიშნულების ადგილი - რამდენად სწრაფად მივიდა გუნდი დანიშნულების ადგილას?

გაიმარჯვებს ყველაზე მეტი ჯამური შეფასების მქონე გუნდი.