შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • ბენზობაკი

აქტივობის ტიპი: ენერგიული
მონაწილეები: მინიმუმ 5
თამაშის ხანგრძლივობა: 30 წუთი
მიმართულებები: სახალისო გუნდური აქტივობა. კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარება

რა გვესაჭიროება ამისათვის:
სათლი, სათლის გასახვრეტი, თოკები, წყალი 

თამაშის აღწერა:
მინიმუმ ხუთი მონაწილისგან დაკომპლექტებულ გუნდებს დავალება ეძლევათ გახვრიტონ სათლის ზედა ნაწილის კუთხეები, დაამაგრონ მასზე თოკები და სათლის ირგვლივ დაიჭირონ პოზიცია ისე, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად შეძლონ თოკის ბოლოების მოქაჩვა სხვადასხვა მიმართულებით. ამის შემდეგ, სათლებში ვუსხამთ სითხეს, შესაძლებელია იყოს წყალიც. მთავარია გუნდის წევრებმა იმოძრაონ შეთანხმებულად, ერთობლივად და დიდი ყურადღებით. მნიშვნელოვანია სითხე არ დაიღვაროს.

თამაშის წესები:
1) მონაწილეები გუნდებად დავყოთ ისე, რომ თითო გუნდში იყოს ხუთი ადამიანი და ვთხოვოთ აირჩიონ საკუთარი ლიდერი.
2) გუნდის სათლებში ჩავასხათ სითხე, ჩვენს შემთხვევაში, წყალი.
3) გუნდის წევრებს მივაწოდოთ სათლზე გამობმული თოკის ბოლოები და გადავამოწმოთ მათ მიერ დაკავებული პოზიციები სათლის ირგვლივ.
4) მონაწილეებს ავუხსნათ თამაშის ძირითადი წესები.

დავალებების შეფასება ხორციელდება შემდეგნაირად:
პოზიციის გამოყენება - შეფასების ამ კრიტერიუმში ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად კარგად აქვს პოზიცია დაკავებული გუნდის წევრს და რამდენად კარგად იცავს ბალანსს თოკის გამოქაჩვისას.
ურთიერთნდობა, ბალანსი - აქ ყურადღებას ვაქცევთ გუნდის წევრების ნდობისა და კომუნიკაციის საკითხებს: გუნდური თანადგომა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, გუნდის წევრებს შორის ბალანსისა და ძალის გადანაწილება.
მუდმივი მოქმედება - რამდენად აქტიური გუნდი? ერთ-ერთი რომელიმე წევრის მოდუნების შემთხვევაში რამდენად ეფექტურად ხორციელდება ძალების გადანაწილება?

გაიმარჯვებს ყველაზე მეტი ჯამური შეფასების მქონე გუნდი.