შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • ბორბალი

აქტივობის ტიპი: ენერგიული,კრეატიული
მონაწილეები: მინიმუმ 5
თამაშის ხანგრძლივობა: 30 წუთი
მიმართულებები: სახალისო გუნდური აქტივობა. კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარება

რა გვესაჭიროება ამისათვის:
სხვადასხვა ფერის გადასაფარებელი ტენტი/ლენტი, სუფთა ფლოსტები, სკოჩი, მაკრატელი, წებო

თამაშის აღწერა:
მინიმუმ ხუთი მონაწილისგან დაკომპლექტებულ გუნდებს დავალება ეძლევათ ისე გამოჭრან ლენტი, რომ მასზე თავისუფლად განთავსდნენ გუნდის მონაწილეენი და მარტივად შეძლონ გადაადგილება. გუნდის წევრებმა უნდა იმოძრაონ შეთანხმებულად, ერთობლივად და ამასთანავე, დიდი ყურადღებით.

თამაშის წესები:
1) მონაწილეები გუნდებად დავყოთ ისე, რომ თითო გუნდში იყოს ხუთი ადამიანი და ვთხოვოთ აირჩიონ საკუთარი ლიდერი, რომელიც ხაზში წინ დადგება.
2) მონაწილეებს დავურიგოთ სუფთა ფლოსტები, რათა არ დასვარონ ლენტის ზედაპირი.
3) მონაწილეებს ავუხსნათ თამაშის წესები - ვუთხრათ, რომ ლენტი მართონ შეთანხმებულად. ლენტის ეფექტურად მართვისთვის ლიდერი უნდა დადგეს წინ და თავს ქვემოთ ჰქონდეს ხელები, ხოლო დანარჩენ გუნდის წევრებს კი თავს ზემოთ.

დავალებების შეფასება ხორციელდება შემდეგნაირად:
დავალების სწრაფად გაანალიზება
- შეფასების ამ კრიტერიუმში ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ მოისმინა და რამდენად სწრაფად აღიქვა გუნდმა მიღებული დავალებები.
დაგეგმვა - აქ ყურადღებას ვაქცევთ პირად და გუნდურ რესურსების დაგეგმვასა და მენეჯმენტს.
სისწრაფე - რამდენად სწრაფად და ამასთან ერთად, ეფექტურად თამაშობდნენ?
ვადის ამოწურვა - როგორი იყო გუნდის რეაქცია, როდესაც ვთქვით ფრაზა “დრო იწურება”?
ალტერნატივის მოძიება - მოიძია გუნდმა რაიმე არასტანდარტული ხერხები თამაშის მოსაგებად?

გაიმარჯვებს ყველაზე მეტი ჯამური შეფასების მქონე გუნდი.