შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • სკოჩის ქამარი

აქტივობის ტიპი: ენერგიული და სახალისო
მონაწილეები: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 60
თამაშის ხანგრძლივობა: 30 წუთი
მიმართულებები: ძალიან სახალისო გუნდური აქტივობა, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარება

რა გვესაჭიროება ამისათვის:

თამაშის ჩასატარებლად საჭიროა სწორი ზედაპირის მქონე 15-20 მეტრის სიგრძის მქონე მოედანი, სადაც მონაწილეთა ორ გუნდი იმოძრავებს სტარტიდან ფინიშამდე. სტარტისა და ფინიშის მონიშვნა ხორციელდება ფერადი სკოჩით და თითო გუნდისთვის უნდა გამოიყოს: თითო რულონი სკოჩი, მაკრატელი, წამზომი და სასტვენი.

თამაშის აღწერა:

ექვსი მონაწილისგან შემდგარი გუნდები შეიკვრებიან სკოჩით და ეძლევათ საშუალება რამდენჯერმე სცადონ მისვლა სტარტიდან ფინიშამდე და სწრაფი მოძრაობით უკუსვლა. ინიშნება დრო და გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც დისტანციას უმოკლეს დროში დაფარავს.

თამაშის წესები:

1) მონაწილეებს ვუხსნით თამაშის წესებს
​2) მონაწილეებს ასევე ვუხსნით, რომ წარმატებისათვის აუცილებელია მოძრაობა იყოს ურთიერთშეთანხმებული და საჭიროა ფინიშიდან სტარტამდე მისვლა/უკან დაბრუნება უმოკლეს ვადაში
3) ვაყენებთ პირველ ორი მონაწილ გუნდს და სკოჩით ძალიან ფრთხილად ვკრავთ ქამრის სიმაღლეზე და ამასთანავე ვცდილობთ ძალიან არ მოვუჭიროთ, მაგრამ არც მოძვრეთ
4) გუნდებს მივცეთ ხუთი წუთი ძალების მოსასინჯად და მოძრაობის სტრატეგიის დასახვისთვის
5) გუნდებს ვაყენებთ სტარტის ხაზთან, ვნიშნავთ დროს და ვანიშნებთ დაწყებას
6) პირველი რაუნდის შემდეგ გუნდებს ვაძლევთ დროს ერთმანეთში ისაუბრონ, განიხილონ შესაძლო შეცდომები და ხელმეორედ სცადონ შეჯიბრება
​7) მივცეთ საშუალება ხელმეორედ შეეჯიბრონ ერთმანეთს