შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • თვალახვეული სომალიეები

აქტივობის ტიპი: ენერგიული
მონაწილეები: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 60
თამაშის ხანგრძლივობა: 30 წუთი
მიმართულებები: ძალიან სახალისო გუნდური აქტივობა, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარება

რა გვესაჭიროება ამისათვის:

გუნდების რაოდენობის მიხედვით ღვინის ბოთლების რაოდენობა, თითო ჭიქისა და თითო ღვინის გასახსნელი თითო გუნდისთვის, თვალის სახვევები თითოეული გუნდისთვის (5-5 ცალი). თვალის სახვევების დამზადება შესაძლებელია მუქი ფერის ნაჭრისგან. ამასთან ერთად, საჭიროა თითო სკამი და თითო პატარა მაგიდა გუნდის ლიდერისთვის.

თამაშის აღწერა:

​ექვსი მონაწილისგან დაკომპლექტებულ გუნდებს დავალება ეძლევათ იპოვონ ღვინის ბოთლი, გახსნან და ღვინო ჩამოასხან ჭიქებში. თამაშის განმავლობაში ექვსიდან ხუთ მონაწილეს თვალები ახვეული აქვს.

თამაშის წესები:

1) მონაწილეები გუნდებად დავყოთ ისე, რომ თითო გუნდში 6 ადამიანი მოხვდეს და ვთხოვოთ მათ აირჩიონ საკუთარი ლიდერი.
2) მონაწილეებს დავურიგოთ თვალის სახვევები. ლიდერების გარდა გუნდის ყველა მონაწილემ უნდა აიხვიოს თვალები.
3) დარბაზში, ოთახში ან მოედანზე სკამები გაანაწილეთ და გუნდის ლიდერებს სთხოვეთ სკამებზე დასხდნენ საკუთარ ხელებზე.
4) ოთახის სხვადასხვა კუთხეში დადეთ ერთი ბოთლი ღვინო, ჭიქა და ღვინის გასახსნელი გუნდებისათვის. ნივთების დალაგებისას რეკომენდირებულია მოვერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლება ბოთლი ან ჭიქა ადვილად გატყდეს.
5) მონაწილეებს ავუხსნათ თამაშის წესები: თამაშის მთავარი მიზანია თვალახვეულმა მონაწილეებმა ლიდერის კარნახით იპოვონ ღვინო, ჭიქა და გასახსნელი და მიიტანონ ლიდერთან და ლიდერმა უნდ დალიოს ღვინო. მონაწილეებს უფლება აქვთ შეასრულონ მხოლოდ ერთი დავალება და გამოიყენონ მხოლოდ მარჯვენა (ცაციებმა კი მარცხენა) ხელი. ლიდერმა უნდა დალიოს ღვინო ხელების გამოყენების გარეშე.

დავალებები ხორციელდება შემდეგნაირად:

​დავალება #1 - პირველმა თვალახლვეულმა მონაწილემ ღვინო უნდა იპოვოს და მიიტანოს ლიდერთან
დავალება #2 - მეორე მონაწილემ ჭიქა უნდა იპოვოს და მიიტანოს ლიდერთან
დავალება #3 - მესამე მონაწილე გასახსნელს პოულობს
დავალება #5 - მეხუთე მონაწილე ღვინოს ჭიქაში ასხამს
დავალება #6 - ლიდერი ხელების გამოყენების გარეშე სხვამს ღვინოს

​როგორც კი რომელიმე გუნდის ლიდერი პირველი დალევს ღვინოს მსაჯი ანიჭებს ამ ლიდერის გუნდს გამარჯვებას.