შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • დიდი ბრიტანეთი

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ესაჭიროება მგზავრობის მიზნის შესაბამისი კატეგორიის ვიზის მიღება.

ვიზის განაცხადზე საბუთების განხილვა ხდება ქ. სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ, ხოლო საბუთების წარდგენა ხორციელდება ქ. თბილისში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან არსებულ "TLS Contact Georgia UK Visa Application Center"-ში.

საჭირო დოკუმენტაცია (სავიზო განაცხადის ფორმა ივსება ელექტრონულად):

- მოქმედი და სხვა პასპორტები
- ორი ბიომეტრიული ფოტო (3.5*4.5-ზე) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში
- ცნობა სამსახურიდან, სადაც დაფიქსირებულია ინფორმაცია განმცხადებლის თანამდებობისა და ხელფასის შესახებ
- ფინანსური საბუთები (უკანასკნელი 6 თვის საბანკო ამონაწერი, ინგლისურ ენაზე)
- სტუდენტებისა და მოსწავლეების გამგზავრების შემთხვევაში ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან სკოლიდან, ინგლისურ ენაზე

სავიზო ცენტრის მომსახურებისა და სავიზო მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით. ელექტრონული გადახდის განხორციელება შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის ტიპის ბარათებით.

კერძო მოწვევის საფუძველზე გამგზავრების შემთხვევაში მოწვევის წერილში მითითებული უნდა იყოს:

- მიწვეული პირის სახელი და გვარი
- დაბადების თარიღი
- პასპორტის ნომერი
- დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დარჩენის ვადის ხანგრძლივობა და შესვლის თარიღი
- დასტური იმისა, თუ ვინ დაფარავს მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს. თუ ხარჯებს ფარავს მიმწვევი პირი, მაშინ წარმოდგენილი უნდა იყოს მისი ფინანსური საბუთები, მიმწვევი პირის პასპორტის ასლი და საიმიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (ვიზა, საცხოვრებელი ბარათი ან სხვა)
- თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. შესაძლებელია საკონსულომ მოითხოვოს აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტიც)

საქმიანი მოწვევა კომპანიის ან ორგანიზაციის შემთხვევაში:

- მოწვევის წერილში მითითებული უნდა იყოს სრული დასახელება, მისამართი
- თუ მოთხოვნა გაცემულია ორგანიზაციის ან ორგანოს მიერ, იმ პირის სახელი, გვარი და თანამდებობა, რომელიც ხელს აწერს ამგვარ მოთხოვნას
- თუ მიმწვევი პირი არის იურიდიული პირი, კომპანია, სამსახური ან ასეთი იურიდიული პირის ან კომპანიის ფილიალი, რომელიც შექმნილია დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მაშინ-რეგისტრაციის ნომერი, როგორც ამას მოითხოვს შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა

არასრულწლოვნების შემთხვევაში:

- არასრულწლოვანი განმცხადებლის დაბადების მოწმობის ორიგინალი, ნოტარიულად დამოწმებულ ასლთან და თარგმანთან ერთად
- ორივე მშობლის თანხმობა, ნათარგმნი ინგლისურად და ნოტარიულად დამოწმებული
- მშობლების პასპორტის ასლი

დოკუმენტების გადაგზავნისა და საკონსულოს მოსაკრებელის გადახდის შემდეგ საბუთების განხილვა ხდება უმეტეს შემთხვევაში 2 კვირის ვადაში. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განხილვის პერიოდი 2 თვემდე გაგრძელდეს.