შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა გაიცემა ქ. თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

აშშ-ს საკონსულოში სავიზო აპლიკაციის შევსებისა და გასაუბრების დღის დანიშვნამდე საჭიროა წინასწარ გადაიხადოთ საკონსულოს სავიზო მოსაკრებელი საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ამისათვის დაგჭირდებათ წინასწარ ამობეჭდილი ინვოისი. ინვოისი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქ: http://www.ustraveldocs.com/ge/GeorgiaDepositSlip.html?fee=73&quantity=1

პროცედურები:

​​- ინვოისის საფუძველზე სავიზო მოსაკრებელის გადახდა
- ვნიშნავთ გასაუბრების თარიღს
- პირადი ინფორმაციის საფუძველზე ვავსებთ აპლიკაციას
- ვაკეთებთ სასტუმროს ჯავშნებს
- ვაკეთებთ ავიაბილეთის ჯავშნებს
- საელჩოში წარსადგენად ვაწესრიგებთ თქვენს დოკუმენტაციას
- სავიზო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ  პირადად.

ამერიკის საკონსულოში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციაა:

1) პასპორტი (მათ შორის, ძველი პასპორტებიც)
2) ფოტოსურათი 5x5-ზე, დისკზე ჩაწერილი და დამატებით ერთი დაბეჭდილი ფოტო
3) სამსახურიდან ცნობა დაწერილი ორგანიზაციის ბლანკზე, დამოწმებული კომპანიის ხელმძღვანელის ან პერსონალზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას განმცხადებლის სამსახურეობრივი პოზიციისა და ყოველთვიური შემოსავალის შესახებ.
4) ბანკიდან ბოლო 6 თვის ბრუნვის ამონაწერი
5) ქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში)
6) საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში)
7) არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (არსებობის შემთხვევაში)​
8) თუ ხართ ინდ. მეწარმე ან შ.პ.ს-ის მფლობელი, საჭიროა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

ყველა საბუთი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ორიგინალში და ასევე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული.

გაითვალისწინეთ, რომ ამერიკის საკონსულო გადაწყვეტილებას არ იღებს საბუთების მიხედვით, არამედ კონსულ-ოფიცერთან გადიხართ გასაუბრებას.