შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • ტემპერატურა

საქართველოში არ არის კანადის სახელმწიფოს საკონსულო განყოფილება და ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში, თურქეთში, კანადის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

კანადის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე ვარიანტი შეგვიძლია შევთავაზოთ:

1) აპლიკანტს შეუძლია პირადად გამოცხადდეს ანკარაში არსებულ საკონსულოში და გააკეთოს ვიზაზე განაცხადი.
2) ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადი. შევსებული აპლიკაციები და დოკუმენტები ელექტრონულად იგზავნება და დადებითი პასუხის შემთხვევაში საჭიროა გაიგზავნოს თქვენი პასპორტიც. 4-5 დღეში ვიზიანი პასპორტი ისევ გიბრუნდებათ ფოსტითვე. მოწესრიგებული დოკუმენტაცია ფოსტით პასპორტთან ერთად იგზავნება კანადის სავიზო განაცხადების ცენტრიდან. ვიზის განხილვისთვის საჭირო დრო 1 კვირიდან 2 თვემდეა.
3) მესამე ვარიანტის არჩევის შემთხვევაში აპლიკანტს საქართველოში არსებულ მომსახურების სააგენტოში შეაქვს განაცხადი და საბუთები, იქვე იღებს თითის ანაბეჭდებსაც. ამ გზით განაცხადის გაკეთების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ აპლიკანტი არ არის შეზღუდული გასაგზავნი საბუთების რაოდენობაში. ელექტრონული განაცხადის შემთხვევაში კი დიდი რაოდენობით დოკუმენტებს ვერ ვაგზავნით.

კანადის ტურისტული ვიზისთვის საჭირო დოკუმენტებია:

- სავიზო განაცხადის ფორმა (თქვენი პირადი მონაცემების შემცველი კითხვარი)
- პასპორტი, რომელიც მოქმედი იქნება თქვენ მიერ კანადიდან გამომგზავრების სავარაუდო თარიღის შემდგომი მინ. 6 თვის განმავლობაში და მისი ასლი (პასპორტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ ორ სუფთა გვერდის)
- უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადაღებული ბიომეტრიული ფოტო
- ბილეთის ჯავშანი
- სასტუმროს ჯავშანი
- ინგლისურ ენაზე ცნობა დამსაქმებლისგან
- ფინანსური გარანტია (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და/ან საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა)
- ქორწინების მოწმობა
- არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობა
- უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (არსებობის შემთხვევაში)
- მოწვევა (არსებობის შემთხვევაში)

გადაწყვეტილებას ვიზაზე იღებს საკონსულო. აქედან გამომდინარე, გარანტია ვიზის მიღებაზე არ არსებობს, თუმცა გამოცდილი სავიზო კონსულტანტი მაქსიმალურად დადებითდ წარმოაჩენს თქვენს ფინანსებსა და დოკუმენტებს - კანადის შემთხევაში დიდი ყურადღება ექცევა თქვენს ფინანსებსა და მოგზაურობის ისტორიას.

სავიზო მოსაკრებელია - 100 კანადური დოლარი (დაახლოებით 85-90 $). ამას ემატება ფოსტის მომსახურების საკომისიოც.