შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი
  • ავსტრალია

შორეული ავსტრალია განსაკუთრებით მიმზიდველი და ბევრისთვის საოცნებო ქვეყანაა, ხოლო ჩვენთან კი ეს ოცნება შეგიძლიათ რეალობად აქციოთ. საქართველოს მოქალაქეებისათვის ავსტრალიის ვიზა გაიცემა თურქეთში, ქ. ანკარაში, ავსტრალიის საელჩოს სავიზო განყოფილების მიერ.

2012 წლის 16 ივლისიდან ავსტრალიის საელჩომ ქალაქ ანკარაში შეწყვიტა პასპორტებში ეტიკეტირებული ვიზის(სავიზო ბლანკის) განთავსება. ცვლილება ეხება როგორც დროებით, ასევე მუდმივ, ბიზნეს, ტურისტულ, პარტნიორულსა და სტუდენტურ ვიზებს.

ამ ცვლილების მიზნები და შედეგები:

- ეტიკეტის გარეშე მგზავრობამ შეამცირა ვიზათა გაყალბების რაოდენობა
- დროის დაზოგვის მიზნით აპლიკანტს შესაძლებელია გაეგზავნოს ელექტრონული შეტყობინება ვიზის მიღების შესახებ
- აპლიკანტს ახალი სისტემა საშუალებას აძლევს სავიზო განაცხადი შეიტანოს ავსტრალიის საელჩოში და სხვა ქვეყნის საელჩოშიდაც
- არ არსებობს პასპორტის დაკარგვის ან არასწორ მისამართზე გაგზავნის საფრთხე

შევსებული აპლიკაცია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ელექტრონულ ფორმატში იტვირთება და იგზავნება. აქედან გამომდინარე, აპლიკანტის ანკარაში ჩასვლა და საკონსულოში გამოცხადება არაა საჭირო.

ავსტრალიის ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

- სავიზო განაცხადის ფორმა (თქვენი პირადი მონაცემების შემცველი კითხვარი - http://www.immi.gov.au/allforms/)
- პასპორტი
- უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადაღებული ბიომეტრიული ფოტო
- ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და/ან ელექტრონული ბილეთის ასლი)
- სასტუმროს ჯავშანი
- ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ ენაზე
- ფინანსური გარანტია (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და/ან საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა)
- მოწვევა (არსებობის შემთხვევაში)
- ქორწინების მოწმობა
- შვილების დაბადების მოწმობა

სავიზო განაცხადის ფორმა ივსება პირადი ინფორმაციის საფუძველზე. სწორედ ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა დამატებითი დოკუმენტების გაგზავნა.

სავიზო განაცხადის განხილვის პერიოდია ერთი კვირიდან ორ თვემდე და დამოკიდებულია ვიზის კატეგორიაზე.

დადებითი პასუხის შემთხვევაში ელექტრონული ვიზა მეილზე იგზავნება.