შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

ბიუჯეტური ავიაკომპანია "Wizz Air"-ი პირდაპირ ფრენებს ახორციელებს ქუთაისი-რიგა-ქუთაისი ხაზზე, რომელიც საკმაოდ პოპულარულ მიმართულებად ითვლება.

მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 28 მარტის ჩათვლით, ქუთაისიდან ლატვიის დედაქალაქის მიმართულებით, "Wizz Air"-ი რეგულარულ ავიარეისებს შეწყვეტს, რაც ხაზზე ოპერირების სეზონური ხასიათით აიხსნება.

ამ პერიოდში რიგაში გამგზავრების მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ავიაკომპანია "airBaltic"-ით. თბილისი-რიგა-თბილისი პირდაპირი რეგულარული ფრენების საშუალო ხანგრძლივობა 3 საათი და 20 წუთია.

ლატვიასა თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ავიაბილეთების, განთავსების, ტრანსფერისა და ტურების შესახებ კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:

თეგეტა თრეველი
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N173
(+995) 322 44 33 22