შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

"Air Malta" ავიახაზებია იტალიის სამხრეთით მდებარე მალტის კუნძულების. ის მალტას აკავშირებს ევროპასთან, ხმელთაშუაზღვისპირეთთან, ჩრდილოეთ ამერიკასთან და შუა აღმოსავლეთთან.

"Air Malta"-მ ოპერირება 1974 წლის 1-ელ აპრილს დაიწყო და მალტა რესპუბლიკად იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით გამოცხადდა.

ავიახაზების დაარსება ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყო ახალგზარდა ერის იდენტობის ჩამოყალიბების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ხმის ძიებისათვის.

სანდო საჰაერო კავშირების დამყარებით ევროპის ქვეყნებთან, "Air Malta"-მ შეძლო დიდი წვლილი შეეტანა კუნძულების ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი მთავარი ინსპირაცია მალტის კუნძულებია და ამბიციური მისიაა გახდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ავიახაზები, დაამკვიდრონ სამოგზაურო გამოცდილების გამორჩეული სტანდარტები.

"Air Malta"-ს ამოცანაა მალტის კუნძულების აღმოჩენის გამარტივება სტუმრებისათვის და საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება იმ ავიახაზებთან ერთად, რომელიც როგორც მგზავრების, ასევე მალტის ინტერესებს ემსახურება და ითვალისწინებს.

თბილისი-მალტა-თბილისი ხაზზე პირდაპირი ფრენები ხორციელდება რეგულარულად, ყოველ ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით. ფრენის საშუალო ხანგრძლივობა 4 საათია.