შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

ატლასგლობალი დაარსდა 2001 წლის 14 მარტს, თურქეთში, და მიიღო ლიცენზია სამგზავრო და კარგო ფრენების შესასრულებლად.

ავიაკომპანიამ პირველი ფრენა 2001 წლის 1-ელ ივნისს შეასრულა, ხოლო საშინაო და საერთაშორისო, განრიგის მიხედვით, ფრენების შესრულება 2004 წელს დაიწყო, მგზავრებისათვის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებისა და კომფორტის შეთავაზების მიზნით.

ატლასგლობალი "IATA"-ს წევრი და "IOSA" სერტიფიცირებულია და ფრენების ინტენსივობის 80%-ით გაზრდა ძალიან მოკლე პერიოდში შეძლო, რაც, როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხარებლებისათვის მაღალი ხარისხის, დაცულობისა და კომფორტის დონის შეთავაზების შედეგია.

საწყის ეტაპზე კომპანიას მხოლოდ ორი საჰაერო ხომალდი ჰქონდა, რაც ეტაპობრივად, 16-მდე გაიზარდა."AtlasGlobal"-ი დაფრინავს 50 მიმართულებით 35 სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის უკვე საქართველოს ავიაბაზარზედაც, ერთწლიანი შესვენების შემდეგ.

სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი მიმართულებაზე ოპერირება დაიწყება მიმდინარე წლის 16 ივლისიდან, სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით. ფრენის საშუალო ხანგრძლივობა - 2 საათი და 20 წუთია.

თეგეტა თრეველი გთავაზობთ მრავალფეროვან, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებულ ტურისტულ სერვისებს. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა დაგეხმაროთ სასურველი ბილეთის შეძენაში და გაგიწიოთ უმაღლესი დონის ტურისტული მომსახურება.

დაგვიკავშირდით:
თეგეტა თრეველი
დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
+995 322 44 33 22