შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი" თანამედროვე ტიპის ორ საჰაერო ხომალდს ქუთაისის ფლოტს ამატებს და ევროპის თორმეტი ახალი მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელებას იწყებს:

- გერმანია (ბადენ-ბადენი, ნიურნბერგი, ფრანკფურტი, ჰამბურგი)
- იტალია (ვენეცია, ნეაპოლი, პიზა)
- საფრანგეთი (ნიცა)
- პოლონეთი (პოზნანი)
- საბერძნეთი (ჰერაკლიონი)
- ფინეთი (ტურკუ)
- შვედეთი (სტოკჰოლმი)

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღესდღეობით, საქართველოდან ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება. სწორედ ამიტომ, ეს სიახლე სკანდინავიელებს გაუმარტივებს ჩვენს საოცარ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობას და პირიქით, ქართველებიც შეძლებენ ევროპის ახალი ქალაქების მონახულებას.

ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე ოპერირება ეტაპობრივად, 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ივლისამდე დაიწყება.

ავიაკომპანია “Wizz Air”-ი დაარსდა უნგრეთში, 2003 წელს, ხოლო საქართველოს ბაზარზე ოპერირება კი 2012 წელს დაიწყო და ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტირებასთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც განაპირობა.

თეგეტა თრეველი ტურისტული კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვან, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებულ ტურისტულ სერვისებს. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა დაგეხმაროთ უმაღლესი დონის მომსახურების მიღებაში.

დაგვიკავშირდით:
თეგეტა თრეველი
დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
+995 322 44 33 22