შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

„ვორლდ თრეველ ევორდსი“ (World Travel Awards) 1993 წელს დაარსდა იმ მიზნით, რომ ამაღლებულიყო ცნობიერება და დაჯილდოვებულიყო ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორის წარმომადგენლები.

დღესდღეობით, "ვორლდ თრეველ ევორდსის“ დაჯილდოებას გლობალურ ხასიათს ატარებს და კომპანიების ინდუსტრიაში საუკეთესოობას უსვამს ხაზს.

"World Travel Awards"-მა 2019 წელს 26-ე საიუბილეო წელი აღნიშნა, ხოლო ღონისძიების ყოველწლიური პროგრამა აღიარებულია, როგორც ყველაზე პრესტიჟული, მოსახერხებელი და სრულყოფილი გლობალურ ინდუსტრიაში.

ყოველწლიურად „ვორლდ თრეველ ევორდსი" მთელს მსოფლიოს მოიცავს მისი გრანდიოზული ტურით - რეგიონალური გალა-ცერემონიების სერია სხვადასხვა კონტინენტზე.

ევროპის გალა ცერემონია 2019 კი ჩატარდა პორტუგალიაში, მადეირაში, 8 ივნისს. სწორედ აქ, ქალაქ ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა.

ნომინაციაში საქართველოს წამყვანი ბიზნეს-სასტუმრო 2019 გაიმარჯვა "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა".
ნომინაციაში საქართველოს მოწინავე სასტუმრო 2019 გაიმარჯვა "შერატონ ბათუმმა".
ნომინაციაში საქართველოს მოწინავე ავტომანქანის გაქირავების კომპანია 2019 გაიმარჯვა "ჰერცმა".