შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

დღეიდან რუსულმა ავიაკომპანია "S7 Airlines"-მა ბათუმიდან ნოვოსიბირსკის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყო.

"S7 Airlines"-ი რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ავიახაზებია, ოპერირებს 80-ზე მეტი მიმართულებით, 20 ქვეყანაში და აღჭურვილია თანამედროვე საჰაერო ფლოტით: Airbus (58 თვითმფრინავი), Boeing (23 თვითმფრინავი), Embraer (17 თვითმფრინავი).

ავიაკომპანია წევრია "oneworld" გლობალური ალიანსის - ლიდერი მგზავრებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში.

"oneworld" ალიანსი აერთიანებს მსოფლიოს მოწინავე ავიაკომპანიებს, რომლებიც საერთო ჯამში ასრულებენ 14,000-ზე მეტ ყოველდღიურ ფრენას, 1,000 მიმართულებით (აქედან, "S7 Airlines"-ის წილი - 146-ია).

"oneworld"-ი მოიცავს შემდეგ ავიახაზებს: "American Airlines", "Qatar Airways", "Cathay Pacific", "British Airways", "Iberia", "Japan Airlines", "LATAM", "Malaysia Airlines", "Qantas", "Finnair", "Royal Jordanian", "S7 Airlines", "SriLankan Airlines".

ბოლო 25 წლის განმავლობაში, "S7 Airlines"-ი ორიენტირებულია დანერგოს მოწინავე ტექნოლოგიები და განავითაროს ონლაინ სერვისები მგზავრებისათვის.

ლოიალურ მომხარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ "S7 Priority" პროგრამით და მიიღონ დამატებითი სარგებელი არამხოლოდ "S7 Airlines"-ისგან, არამედ "oneworld" ალიანსის წევრი სხვა ავიახაზებისგან და ასევე საპარტნიორო პროგრამებისგანაც.

ეგახსენებთ, რომ "თეგეტა თრეველი" 23-წლიანი გამოცდილების მქონე "თეგეტა მოტორსის" ჯგუფის წევრია და გთავაზობთ მრავალფეროვან, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებულ ტურისტულ სერვისებს.პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა დაგეხმაროთ სასურველი ბილეთების შეძენაში და გაგიწიოთ მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურება.

დაგვიკავშირდით:
თეგეტა თრეველი
დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
+995 322 44 33 22