შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებადი ავიაკომპანია "YanAir Airlines"-ი პირდაპირი ფრენების განხორციელებას ქალაქ ბათუმის მიმართულებით იწყებს:

ბათუმი-კიევი-ბათუმი განხორციელდება კვირაში 7-ჯერ, 4 ივნისიდან.
ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი ხაზზე ფრენები შესრულდება კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, 5 ივნისიდან.
ბათუმი-ოდესა-ბათუმი კვირაში ერთხელ ჩაინიშნა, ყოველ შაბათს, 8 ივნისიდან.

"YanAir Airlines"-ი ბიზნესად დარეგისტრირდა ჟიტომირში, უკრაინაში, 2012 წლის 15 ივნისს.

2013 წლის ივლისში, ავიაკომპანიამ სერტიფიკატი მიიღო კომერციული საქმიანობის დასაწყებად.

დღესდღეობით, "YanAir"-ი მომხარებლებს სთავაზობს როგორც სამგზავრო, ასევე კარგო-ტიპის ფრენებს.

"YanAir Airlines"-ი მუდმივად ცდილობს გაზარდოს და განავითაროს თვითმფრინავების ფლოტი. ამჟამად კი მოიცავს B737-400, B737-300, Airbus A320, Airbus A321 ტიპის ხომალდებს.

გარდა ამისა, მიმდინარეობს თანამედროვე აეროპორტის ტერმინალის აშენება ჟიტომირში, სადაც ავიახომალდების ახალი ბაზის გახსნაც იგეგმება.

ავიაკომპანიის პრიორიტეტია მგზავრებს შესთავაზოს დაცულობა, კომფორტი, პუნქტუალური ფრენები და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრა.

მომსახურე პერსონალი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს უახლეს ტექნოლოგიებზე, მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ხარჯების მინიმიზაციაზე.

"YanAir"-ის გუნდი თვლის, რომ მათ არჩეული აქვთ სწორი გრძელვადიანი სტრატეგია, რაც საშუალებას აძლევთ არამხოლოდ შეინარჩუნონ მყარი პოზიცია საავიაზიო ბაზარზე, არამედ თავდაჯერებული იყვნენ წარმატებულ მომავალშიდაც.