შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლა კიდევ უფრო მარტივდება. ჩვენ ამის შესახებ წინა სტატიაში უკვე დავწერეთ და აღვნიშნეთ, რომ უზბეკეთის ავიახაზები საქართველოში შემოსვლას გეგმავდა.

მიმდინარე წლის ზაფხულიდან, კონკრეტულად კი 16 ივლისიდან, თბილისი-ტაშკენტი-თბილისი ხაზზე ოპერირებას უზბეკეთის სახელმწიფო ავიაკომპანია "Uzbekistan Airways"-ი განახორციელებს.

ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus 320 ტიპის თვითმფრინავით, ხოლო მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა კი 3 საათი და 30 წუთი იქნება.

"უზბეკეთის ავიახაზები" 1992 წელს დაარსდა და კონცენტრირებულია დასავლეთ ევროპასა და საერთაშორისო ლოკაციებზე.

საერთაშორისო ფრენების უმეტესობა ხორციელდება უზბეკეთის დედაქალაქ, ტაშკენტიდან, მაგრამ, გარდა ამისა, ფრენები აქტიურად სრულდება უზბეკეთის შემდეგი ქალაქებიდანაც: ბუხარა, ფერღანა, ნამანგანი, ნავოი, ნუკუსი, სამარყანდი, ტერმეზი, ურგენჩი.