შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

მიმდინარე წლის 4 ივნისიდან დაბალბიუჯეტიანი უკრაინული ავიაკომპანია "SkyUp Airlines"-ი პირდაპირ და რეგულარულ ავიარეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს.

ამჯერად ოპერირება იგეგმება უკრაინის ორი ქალაქის მიმართულებით - ოდესა და ხარკოვი.

ქუთაისი-ოდესა-ქუთაისი ხაზზე ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო ქუთაისი-ხარკოვი-ქუთაისი კი ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით.

"SkyUp Airlines"-ი დაარსდა 2016 წელს, უკრაინის ქალაქ კიევში. ფრენების განხორციელება და კომერციული ოპერაციები კი 2018 წლის მაისის თვეში დაიწყო.

ავიაკომპანიის პრიორიტეტია მგზავრებს შეუქმნას კომფორტული და სასიამოვნო გარემო ფრენის პროცესში.

"თეგეტა თრეველი" 23-წლიანი გამოცდილების მქონე "თეგეტა მოტორსის" ჯგუფის წევრია.

გთავაზობთ მრავალფეროვან, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებულ ტურისტულ მომსახურებას. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა დაგეხმაროთ სასურველი სამგზავრო ბილეთების შეძენაში მსოფლიოს მასშტაბით.


დაგვიკავშირდით:
თეგეტა თრეველი
დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
+995 322 44 33 22