შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

მიმდინარე წლის 14 მაისს, ბრიუსელში, ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (Airports Council International) პრეს-რელიზი გამოაქვეყნა.

ის მიზნად ისახავდა ევროპის მგზავრთა ნაკადის სტატისტიკურ შეჯამებას, მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით.

პრეს-რელიზი მოიცავს ევროპის საჰაერო მიმოსვლის 88%-ზე პასუხისმგებელ 238 აეროპორტს, გაერთიანებულს ოთხ ჯგუფში:

1-ლი ჯგუფი: 25 მილიონზე მეტი წლიური მგზავრთა ნაკადის მქონე აეროპორტები
მე-2 ჯგუფი: 10-25 მილიონი მგზავრთა ნაკადი
მე-3 ჯგუფი: 5-10 მილიონი მგზავრთა ნაკადი
მე-4 ჯგუფი: 5 მილიონზე ნაკლები მგზავრთა ნაკადი

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი განთავსებულია მე-4 ჯგუფში. აქ წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეებში მგზავრთა ნაკადი 101%-ით გაიზარდა.

აღნიშნულმა სტატისტიკურმა მაჩვენებელმა ქალაქ ქუთაისის აეროპორტს საშუალება მისცა მე-2 ადგილზე გასულიყო. ის მხოლოდ 51.2%-ით ჩამორჩა 1-ელ ადგილზე გასულ, იტალიურ ტარანტოს.