შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

ქალაქი ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-12 საერთაშორისო გამოფენა "EXPO BATUMI TRAVEL 2019"-ს მასპინძლობს.

ღონისძიება მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროს განვითარებას აჭარის რეგიონში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზების გზით, რაც მჭიდრო კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და განვითარებასთან.

აქ წარმოდგენილია კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, გერმანია, ბელარუსი, ჰოლანდია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

"თეგეტა თრეველი" მონაწილეობს " "EXPO BATUMI TRAVEL 2019"-ის საერთაშორისო ღონისძიებაში.
პერიოდი: 10-12 მაისი
ადგილმდებარეობა: სასტუმრო "შერატონი" ბათუმში