შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

14 ივნისიდან "Buta Airways"-ი პირდაპირი ფრენების შესრულებას ბაქოს მიმართულებით დაიწყებს. ბათუმი-ბაქო-ბათუმი ხაზზე ოპერირება კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას განხორციელდება.

ბიუჯეტური ავიაკომპანია "Buta Airways"-ი "Azerbaijan Airlines"-ის სტრუქტურულ დივიზიას წარმოადგენს. ის 2016 წლის დეკემბერში დაარსდა და ოპერირება 2017 წლის სექტემბერში დაიწყო.

აღნიშნული ავიახაზები ფრენებს ბაქოდან და განჯიდან საქართველოს, რუსეთის, თურქეთის, უკრაინის, ირანისა და ბულგარეთის მიმართულებით ასრულებს.

დაარსების დღიდანვე, "Buta Airways"-ის ფრენებზე მაღალი მოთხოვნაა როგორც აზერბაიჯანის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეების შორის. საჰაერო ხომალდების დატვირთულობა მიმართულებების უმეტეს ნაწილზე 85 პროცენტზე მეტია.

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება Embraer E190 ტიპის თანამედროვე, კომფორტული თვითმფრინავებისგან. ახალ-ახალი მიმართულებების დამატებასთან ერთად, "Buta Airways"-ი ფლოტის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
"თეგეტა თრეველი"
დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
+995 32 2443322