შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

"არაბული თრეველ მარკეტი" (ATM) მოწინავე გლობალური ღონისძიებაა შუა აღმოსავლეთის შემომავალ და გამავალ ტურიზმის ინდუსტრიაში.

ყოველი წლის აპრილის თვეში 39,000-ზე მეტი ტურისტული ინდუსტრიის პროფესიონალი, სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი და საერთაშორისო პრესა სტუმრობს ღონისძიებას, რათა გააფართოვონ ინდუსტრიის პროფესიონალთა სანაცნობო წრე, დადონ მნიშვნელოვანი გარიგებები და გაეცნონ ტრენდებს ტურიზმის მიმართულებით.

ღონისძიება უკვე 25-წელია ტარდება და მისი დამსახურებაა $2.5 მილიარდზე მეტი ღირებულების გარიგებების გენერირება ტურიზმის სფეროში.

ოთხ-დღიან ბიზნეს-2-ბიზნეს (B2B) გამოფენაზე "დუბაის კონვენციისა და საგამოფენო ცენტრში" შეხვდებით 2,800-ზე მეტ პროდუქტსა და უნიკალური ადგილმდებარეობის წარმომადგენელს მსოფლიოს მასშტაბით, 28,000-ზე მეტ მყიდველსა და ღონისძიების სტუმარს.

ღონისძიება დაიწყება 28 აპრილს და დასრულდება 1-ელ მაისს.

"თეგეტა თრეველი" წარმოდგენილია "არაბულ თრეველ მარკეტზე", სტენდის ნომრით - EU 6020.