შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისიდან ევროპის ცხრა ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ასრულებს.

ქვემოთ იხილავთ კონკრეტულ მიმართულებებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან (რომელიც ავიაკომპანიის საბაზო აეროპორტია) და ფრენების ყოველკვირეულ ინტენსივობას:

- თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (ყოველ ორშაბათსა და შაბათსა)
- თბილისი - ბარსელონა - თბილისი (ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას)
- თბილისი - ბერლინი - თბილისი (ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს)
- თბილისი - ბოლონია - თბილისი (ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს)
- თბილისი - ბრიუსელი - თბილისი (ყოველ ხუთშაბათსა და კვირას)
- თბილისი - ვენა - თბილისი (ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას)
- თბილისი - ლონდონი - თბილისი (ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს)
- თბილისი - პარიზი - თბილისი (ყოველ სამშაბათსა და პარასკევს)
- თბილისი - პრაღა - თბილისი (ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას)

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ფრენებს 1993 წლიდან ახორციელებს და კონცენტრირებულია მგზავრებისა და ტვირთის უსაფრთხო/საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასა და მაღალი დონის მომსახურებაზე.

2000 წლიდან კი კომპანია ზრუნავს საკუთარი ავიაპარკის განვითარებასა და განახლებაზე.

"ჯორჯიან ეარვეისის" თანამედროვე საშუალო დიაპაზონის მქონე Boeing 737, Embraer და CRJ თვითმფრინავები აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო სისტემებითა და კომფორტული სალონებით, რაც მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ და კომფორტულ ტრანსპორტირებას უწყობს ხელს.

ხომალდებს დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური მფრინავები მართავენ.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" პროფესიონალი ბორტგამყოლები უზრუნველყოფენ მაღალი დონის მომსახურებას საჰაერო ხომალდზე უსაფრთხო და კომფორტული ფრენებისთვის.

ბორტგამყოლების შერჩევა ხორციელდება ავიაკომპანიის შიდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ავიაკომპანიის ავიაპარკი კი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებითა და ტექნიკოსებით, ხოლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

შეგახსენებთ, რომ "თეგეტა თრეველი" 23-წლიანი გამოცდილების მქონე "თეგეტა მოტორსის" ჯგუფის წევრია და გთავაზობთ მრავალფეროვან, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებულ ტურისტულ სერვისებს.პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა დაგეხმაროთ სასურველი ბილეთების შეძენაში და გაგიწიოთ მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურება.

დაგვიკავშირდით:
"თეგეტა თრეველი"
დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
+995 322 44 33 22