შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია "Air France"-ის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდა. ფრენის პირველი მგზავრი საქართველოს პრეზიდენტი იყო. რეისს ასევე ჩამოყვნენ ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები.

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

გვჯერა, რომ სიახლე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას საქართველოში და ევროკავშირის მიზნობრივი ბაზრის კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას ჩვენი მომსახურებით.

„Air France“ 1933 წელს დაარსდა და ოპერირებს 36 მიმართულებით საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით კი 168 მიმართულებით, 78 ქვეყანაში. ავიაკომპანიის გლობალური ჰაბია პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სიდიდით მეორეა ევროპაში.

საფრანგეთსა თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში განთავსების, ავიაბილეთების, ტრანსპორტირებისა და ტურების შესახებ მსოფლიო დონის კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:

"თეგეტა თრეველი"
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N173
(+995) 322 44 33 22