შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

მიმდინარე წლის ზაფხულიდან, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Flynas"-ი რეგულარულ ფრენებს საუდის არაბეთის დედაქალაქის, რიადის, მიმართულებით დაიწყებს.

რიადი-ბათუმი-რიადი საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2 ივნისიდან, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება. ფრენები Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

"Flynas"-ი საუდის არაბეთის ლიდერი ბიუჯეტური კომპანიაა, რომელსაც 30-თვითმფრინავიანი ფლოტი აქვს და 1200-ზე მეტ ყოველკვირეულ ფრენას ასრულებს 35 საშინაო და საერთაშორისო მიმართულებებით.

2007 წლიდან ავიაკომპანიის მომსახურებით 38 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

"Flynas"-ი მომხარებლებს საუკეთესო ფასებს, დროულ ფრენებსა და უმაღლესი დონის კლიენტთა მომსახურების ხარისხს ჰპირდება. გარდა ამისა, ავიაკომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე, რაც პირველ რიგში, გამოიხატება ინვესტირებით კომპანიის ავიაბაზის გასაზრდელად.

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა, ხოლო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა კი 2019 წლის 11 მარტს მიიღო.

ახალი მიმართულების გარდა, "Flynas"-ი ზაფხულის სეზონიდან რეისებს დამამი-თბილისი-დამამი, ჯედა-თბილისი-ჯედა და რიადი-თბილისი-რიადის საჰაერო ხაზებზედაც შეასრულებს.