შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

მიმდინარე წლის 26 აპრილიდან "Myway Airlines"-ი ჟუკოვსკის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს დაიწყებს. ფრენები განხორციელდება "შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან", ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ოპერირების დღეებს ორშაბათი დღეც დაემატება.

იხილეთ ოფიციალური განრიგი აქ:

Tbilisi-Zhukovsky-Tbilisi Flight Schedule

"Myway Airlines"-ი სრული სერვისის მქონე ქართული კომერციული ავიაკომპანიაა, რომლის მთავარ ჰაბს "თბილისის საერთაშორისო აეროპორტი" წარმოადგენს.

კომპანიის ფლოტის შემადგენლობაში ორი Boeing 737-800 ტიპის თვითმფრინავი შედის. ის დაკომპლექტებულია 8 ბიზნესის-კლასის ტიპისა და 162 ეკონომ-კლასის ადგილებით.

"Myway Airlines"-ი მომხარებლებს დაცულ და კომფორტულ ფრენებს ჰპირდება. კომპანიის მისია და ოპერირება კი კონცენტრირებულია 4 უმთავრეს პრინციპზე: გონივრული და ხელმისაწვდომი ფასები, მეგობრული და მოქნილი სერვისი, მომხარებელზე ორიენტირებული მიდგომა, ეთიკური და სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკა.

თეგეტა თრეველი" 23-წლიანი გამოცდილების მქონე "თეგეტა მოტორსის" ჯგუფის წევრია და გთავაზობთ მრავალფეროვან, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებულ ტურისტულ სერვისებს.
პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა დაგეხმაროთ სასურველი ბილეთების შეძენაში და გაგიწიოთ მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურება.

დაგვიკავშირდით:
#TegetaTravel
🏠 დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
📞 +995 514 70 60 30