შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

მიმდინარე წლის 2 აპრილიდან "ჯორჯიან ეარვეისი" ვილნიუსის (ლიტვა) მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

რეისები განხორციელდება EMBRAER 190-ით, კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, ხოლო ფრენის საშუალო ხანგრძლივობად 3 საათია განსაზღვრული.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" 1993 წლის სექტემბრიდან ოპერირებს. 2010 წლიდან ის საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის წევრად გვევლინება.

კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტიპის საშუალო დიაპაზონის Boeing 737, Embraer და CRJ თვითმფრინავებით.

მგზავრებისა და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის გარდა, "ჯორჯიან ეარვეისის" საქმიანობის უმთავრესი მიზანი მაღალი დონის მომსახურების შეთავაზებააცაა.

ავიაკომპანიის საბაზო აეროპორტი ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტია.

შეგახსენებთ, რომ "თეგეტა თრეველი" 23-წლიანი გამოცდილების მქონე "თეგეტა მოტორსის" ჯგუფის წევრია, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვან, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებულ ტურისტულ სერვისებს.

პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ სასურველი ბილეთის შეძენაში და გაგიწიოთ უმაღლესი დონის ტურისტული მომსახურება.

დაგვიკავშირდით:
#TegetaTravel
🏠 დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
📞 +995 32 2443322