შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

მიმდინარე წლის 31 მარტიდან პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო მიმართულებას საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია "Air France" ემატება.

საფრანგეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ ფრენებს კომპანია კვირაში ორჯერ შეასრულებს, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით: გაფრენა - ორშაბათი და ხუთშაბათი, ჩამოფრენა - ოთხშაბათი და კვირა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია “Air France”-ს პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 25 თებერვალს მიენიჭა.

„Air France“ 1933 წელს დაარსდა და ოპერირებს 36 მიმართულებით საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხოლო საერთაშორისო სარბიელზე კი 168 მიმართულებით, 78 ქვეყანაში. ავიაკომპანიის გლობალური ჰაბია პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სიდიდით მეორეა ევროპაში.

საფრანგეთსა თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში განთავსების, ავიაბილეთების, ტრანსპორტირებისა და ტურების შესახებ მსოფლიო დონის კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:

"თეგეტა თრეველი"
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N173
(+995) 322 44 33 22