შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

უზბეკეთის ავიახაზები (Uzbekistan Airways) საქართველოს ბაზარზე შემოსვლას გეგმავს. ეს კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ავიაკომპანიას დაგეგმილი აქვს უზბეკეთის დედაქალაქ, ტაშკენტსა, და თბილისს შორის პირდაპირი, რეგულარული ავიარეისების შესრულება. თბილისის გარდა, საუბარია ისეთი ახალი მიმართულებების დამატებაზედაც, როგორებიცაა, მიუნხენი და პაკისტანის საპორტო ქალაქი, კარაჩი.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უზბეკეთის ავიახაზებმა მუმბაის, ვლადივასტოკისა და ჯიდას მიმართულებითაც ფრენები დაიწყო და ავიაკომპანია მუდმივად ამატებს ახალ ხომალდებს და ზრუნავს საკუთარი ავიაპარკის გაფართოებაზე.

უზბეკეთის ავიახაზები დაფუძნდა 1992 წელს, დღესდღეობით ოპერირებს ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტიდან და დაფრინავს 58 მიმართულებით. 2014 წლის სტატისტიკური მონაცემებით, უზბეკეთის ავიახაზები მოემსახურა 2.5 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით.

დაარსების დღიდან, Uzbekistan Airways ძირითადად კონცენტრირებულია დასავლეთ ევროპასა და საერთაშორისო ლოკაციებზე. საერთაშორისო ფრენების უმეტესობა კი ხორციელდება უზბეკეთის დედაქალაქ, ტაშკენტიდან, მაგრამ, გარდა ამისა, ფრენები აქტიურად სრულდება უზბეკეთის შემდეგი ქალაქებიდანაც: ბუხარა, ფერღანა, ნამანგანი, ნავოი, ნუკუსი, სამარყანდი, ტერმეზი, ურგენჩი.

უზბეკეთსა თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში განთავსების, ავიაბილეთების, ტრანსპორტირების, სავიზო კონსულტაციისა და ტურების შესახებ მსოფლიო კლასის კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:

"თეგეტა თრეველი"
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N173
(+995) 322 44 33 22