შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

"შრომითი მიგრაციის შესახებ" პროფესიონალური კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
დ. აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112.
+995 514 90 30 10
T.Kakhiani@TegetaTravel.ge

საქართველოს მთავრობა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ქვეყნებთან ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

ამ დროისათვის მუშაობა მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებთან: საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია, ბულგარეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, ისრაელი.

პოლონეთში საპილოტე პროგრამის ფარგლებში უკვე დასაქმდა 20-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. პარალელურ რეჟიმში ხორციელდება პოლონურ მხარესთან მოლაპარაკებები ორმხრივი შეთანხმების გაფორმების შესახებ.

რაც შეეხება გერმანიას, უახლოეს მომავალში აქაც იგეგმება სამუშაო ადგილების კვოტების შექმნა საქართველოს მოქალაქეებისათვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ანგელა მერკელმა გაავრცელა, 2018 წლის ზაფხულზე საქართველოში სტუმრობის დროს.

საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის დადებული შეთანხმების ("კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ") საფუძველზე, ამ ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაცია უკვე ოფიციალურად ლეგალური გახდა. ეს ითვალისწინებს საფრანგეთის დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, დასაქმების მიზნით.

საფრანგეთთან ხელშეკრულების ფარგლებში ჯერ კიდევ მიდის მუშაობა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორისაა: ბინადრობის მოწმობის ვადებისა და სამუშაო ადგილების კვოტების დაზუსტება, მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება და საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შრომითი მიგრაციის გააქტიურება ხელს შეუწყობს საქართველოში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებასა და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირებას.