შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

მესტიიდან რვა კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მსოფლიო დონის სათხილამურო კურორტი "ჰაწვალი". უნიკალური ტყით შემოსაზღვრულ ტრასაზე განსაკუთრებული პირობებია შექმნილი დამსვენებლებისათვის.

აქ განთავსებულია მესტიის "ჰაწვალთან" დასაკავშირებული საბაგირო. ამის გარდა, კურორტზე შეხვდებით პატარა საბაგიროებსაც, რომელთა გამოყენებაც ძირითადად დამწყებებისთვისაა გათვლილი. ასევე შეხვდებით საბაგირო ზერულდს, რომელიც გათვლილია საშუალო და დიდი გამოცდილების მქონე მოთხილამურეებისათვის.

რაც შეეხება სათხილამურო ტრასებს, ფუნქციონირებს როგორც ნახევარ-კილომეტრიანი ტრასები დამწყებებისათვის, ასევე გრძელი ტრასებიც არადამწყებთათვის. კურორტ "ჰაწვალზე" ღამით სრიალიც უპრობლემოდაა შესაძლებელი, რადგან აქ დამონტაჟებულია იდეალური ღამის განათებები.

"ჰაწვალის" თოვლისა და ტყის საფარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ. მისი ფერდობები დაფარულია ხშირი ტყით, ზვავსაშიშროებას მკვეთრად ამცირებს და უსაფრთხოს ხდის გაუკვალავ თოვლში გადაადგილებას. აქ შეხვდებით ყველანაირ ზედაპირს - ტყეს, ბუნებრივი ტრამპლინებს, ბუნებრივ დაბრკოლებებს, მკვეთრად დახრილ ფერდობებს.

სათხილამურო ტრასის ზემოთ უმშვენიერესი არყის ტყეა, საიდანაც დამსვენებლებს უშბის ულამაზესი მთებით ტკბობა და თეთნულდის თეთრი კალთების მზერა შეუძლიათ.