შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

გოდერძი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სამთო-სათხილამურო კურორტი, ქ. თბილისიდან 252 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს გოდერძის უღელტეხილზე, აჭარაში.

კურორტზე შეგვიძლია დავტკბეთ განსაკუთრებულად ლამაზი ბუნების პეიზაჟებით, სუფთა ჰაერითა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე სათხილამურო გზებით, რომელთა საერთო სიგრძე 8 კილომეტრია.

კურორტი "გოდერძი" მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს სტუმრებს. ზაფხულში შესაძლებელია ალპური მთისა და ტყის დალაშქვრა, ველოსიპედითა და ცხენებით გასეირნება.

სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ადგილობრივი სამკურნალო-მინერალური წყლები და მოინახულონ უნიკალური გოდერძის ნამარხი ტყე: მცენარეული ნაშთები გამოსახულია ხეების გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ღეროებითა და ფოთლების ანაბეჭდებით, რომლებიც მოქცეულია ნაცრისფერ ვულკანურ ტუფში.

აქვე მდებარეობს მომნუსხველი მწვანე ტბა - საუცხოო ადგილი კემპინგის მოსაწყობად. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლად ითვლება X-XI საუკუნეში აგებული ხიხანის ციხე (მდებარეობს აჭარა-შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2635 მეტრზე).