შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

ბაკურიანი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამთო-სათხილამურო კურორტი, ქ.თბილისიდან 205 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და გაშენებულია თრიალეთის ქედის კალთაზე, სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბაკურიანის პირველი მოსახლენი უკრაინელები არიან, რომლებიც XVIII საუკუნეში აქ დაასახლეს.

ბაკურიანი ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული კურორტია, რომელიც წიწვოვანი ტყითაა დაფარული. აღსანიშნავია ისიც, რომ კურორტი სპორტისა და ბუნების მოყვარულებს წელიწადის ნებისმიერ დროს მასპინძლობს. სტუმრებს საშუალება ეძლევათ მიიღონ დიდი სიამოვნება ბორჯომის ხეობის ულამაზესი ხედებით, წიწვოვანი ტყეებით, თხილამურებით, ჯირითით, ლაშქრობებითა და ველოტურებით. ბაკურიანის თოვლის საფარის საშუალი სისქე 64 სანტიმეტრია.

დღესდღეობით ბაკურიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ოთხ-სეზონიანი კურორტია. ბაკურიანში არსებული კოხტის, მიტარბისა და დიდველის სასრიალო გზების საერთო სიგრძე 29.1 კილომეტრია. კურორტზე 23 სხვადასხვა სირთულის გზა, 8 საბაგირო და ერთი ფუნიკულიორი ფუნქციონირებს ყველა ტიპის მოთხილამურეთათვის. ფერდობების 11 პროცენტს გააჩნია ხელოვნური თოვლით უზრუნველყოფა, რაც კურორტის სასრიალო გზების მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობას უსვამს ხაზს.