შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლება - უშგული (სვანეთი).

უშგული ოთხი სოფლისაგან შედგება და წელიწადის ექვსი თვის განმავლობაში თოვლითაა დაფარული. უშგულიდან შეგიძლიათ დაინახოთ საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი "შხარაც", რომელიც ზაფხულშიც კი თოვლითაა დაფარული.

უშგულის არქიტექტურა ისტორიულ ძეგლად ითვლება. აქ შეხვდებით 30-მდე უძველესი ქვებით ნაგებ კოშკებს, რომლებსაც ოჯახები მტრებისაგან დასაცავად აგებდნენ. სწორედ რომ უშგულის არქიტექტურის სიძველისა და უნიკალურობის გამო, ზემო სვანეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. სოფელში ასევე შემორჩენილია მე-11 საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ტაძარი და ადგილზე ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულებაცაა შესაძლებელი.