შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის დაარსებიდან 30 წელი საზეიმო ვითარებაში აღინიშნა და პარალელურად ზამთრის სეზონიც ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების კომპანიის ორგანიზებით ჩატარდა.

გუდაური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა - ექვსი ახალი საბაგირო და რეკონსტრუირებული არსებული საბაგიროები. ამ ყველაფერმა კი კურორტის გამტარუნარიანობის 3.5-ჯერ, ხოლო მთლიანი სასრიალო არეალის 20%-ით ზრდა გამოიწვია. კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზის მშენებლობა.

გუდაურმა დაარსებიდან დღემდე მილიონობით ტურისტი მიიღო და ამ პერიოდის განმავლობაში მას მსოფლიო ზამთრის კურორტებს შორის მოწინავე ადგილი უჭირავს.