შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

"Visa on Arrival" საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება ტაილანდის სამეფოში, 2019 წლის თებერვლიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "Visa on Arrival" საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში მგზავრობისას საშუალებას მისცემთ აიღონ 15-დღიანი ტურისტული ვიზა უშუალოდ ტაილანდის საზღვარზე.

არჩილ ძულიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტაილანდის სამეფოში, მთავრობისა და სამეფო კარის წარმომადგენლებს 11 დეკემბერს, ბანგკოკში შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა აუდიენცია ტაილანდის პრინცესა, მაჰა ჩაკრი სირინდჰორნთან. 

შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები. მათ შორის, საუბარი შეეხო ტაილანდის პრინცესას მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს.