შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით “ბილტმორ თბილისში” მეოთხე ეროვნული დაჯილდოება გაიმართა. გამოვლინდა 19 გამარჯვებული.

ცერემონიას ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის, სახელმწიფოსა და ბიზნეს-სექტორის 500-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად იყო გაყოფილი:

პირველი ეტაპი: ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი.

მეორე ეტაპი: მიმდინარეობდა ნომინანტების შეფასება კომპეტენტური ჯიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან.

მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, თითოეული ნომინანტისთვის ჟიურის შეფასება და ინტერნეტის საშუალებით მიცემული ხმები პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველომ“ დაითვალა და შეაჯამა, შემდეგ კი ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში გამოავლინა.

ორგანიზატორების განცხადებით, “Welcome to Georgia“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მიზანია ხელი შეუწყოს ამ სფეროს საქართველოში განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.