
სიახლეები
Air France-ის ფრენები

2019 წლის 31 მარტიდან ყოველ ოთხშაბათსა და კვირა დღეს დაიწყება პირდაპირი ფრენები პარიზიდან (შარლ დე გოლის აეროპორტი, საფრანგეთი) თბილისის შოთა რუსთველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. „Georgian Airways"-თან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელი კვირაში 5-დღიანი ფრენებით ისარგებლებს.
პარიზი – თბილისი, თბილისი – პარიზის მიმართულებით “Georgian Airways“ 3-ჯერ უკვე ახორციელებდა ფრენებს. ახლა კი ამას დაემატა Air France-ის ავიარეისები, კვირაში ორჯერ. პარიზიდან ფრენები განხორციელდებ Airbus A320-ის მიერ.
ფრენების განრიგი ადგილობრივი დროის მიხედვით:
AF1760 – გაფრენა: პარიზი, შარლ დე გოლი, დრო - 13:25. ჩაფრენა: თბილისი, დრო - 20:10.
AF1761 – გაფრენა: თბილისი, დრო - 9:00. ჩაფრენა: პარიზი, შარლ დე გოლი, დრო - 12:10.